შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა.
თავდაპირველად, ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, მოკლული 33 წლის ქალია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ქალი ქმარმა, ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის კაცი ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. საზარელ მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავს, პოლიციას კი ამბავი ბრალდებულის ძმამ შეატყობინა, როდესაც ცოლის მკვლელობის შემდეგ კაცმა დაურეკა.