დავმუნჯდით…“ – ვინ იყო სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელიც ბათუმში გარდაიცვალა

ბათუმში სკოლის მოსწავლე გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ბათუმის -22 სკოლა ავრცელებს: როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გოგონას მოულოდნელად თირკმელი გაუჩერდა.

“სევდიანი გაზაფხულია დაგვიდგა სკოლაში, ირგვლივ ყველაფერს სევდის ფერი შემოაწვა, დავმუნჯდით, ერთმანეთს სასოწარკვეთილი თვალებით შევსცქერით. გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი გოგო. ენით აუღწერელ სიცარიელესა და ტკივილს განვიცდით ყველა. სიცოცხლით სავსე, კისკისა და სხარტულა გოგო, შენი არსებობით რომ ათბობდი და ალამაზებდი სამყაროს. სიფრიფანა, ნატიფი და მომღიმარი სახის ანგელოზო, ასე დაამახსოვრდები შენს მშობლიურ სკოლას ჩვენო დიდო ტკივილო” – სამწუხარო ინფორმაციას ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *