ნახეთ რა უცნაური არსებები გამოირიყა ცუნამის შემდეგ.

იაპონია ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრჯერ გახდა ცუნამის მსხვერპლი. ეს გამანადგურებელი ბუნებრივი მოვლენა, იაპონელებისთვის ყველაზე საშინელ მოვლენას წარმოადგენს. განსაკუთრებით 2011 წლის ტაჰოკუს 9 ბალიანმა მიწისძვრამ და ცუნამიმ იაპონიას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, 38 მეტრის სიმაღლის ტალღებმა, იაპონიის სანაპირო ქალაქები თითქმის მიწასთან გაასწორა. ცუნამის შედეგადად, სანაპიროზე ძალიან ბევრი უცნაური არსება გამოირიყა, დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ამ იდუმალებით სავსე არსებებს…

image

უცნაური არსება – 2011 წლის ცუნამის შემდეგ, სანაპიროზე ძალიან ბევრი იდუმალია რსება გამოირიყა, ერთ-ერთი მათგანი ეს უცნაური არსებაა, რომელსაც ადგილობრივები შემთხვევით წააწყდნენ. ეს არსება შორიდან ქვის კოლოსიუმს გავს, თუმცა ახლო ხედვით მიხვდებით, რომ ცოცხალი არსებაა. ადგილობრივების აზრით ეს არის თეთრი ვეშაპი, მაგრამ ექსპერტები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, რადგან ამ რეგიონში დღემდე თეთრი ვეშაპი არ შემჩნეულა. მეცნიერების აზრით, თეთრი ვეშაპის მაგვარი უცნაური არსება ცუნამიმ ოკეანის სიღრმიდან წამოიყოლა.

image

სხვადასხვა უცნაური არსებები – გამომდინარე იქიდან, რომ ოკეანებიის შესახებ ნაკლებადინფორმირებულები ვართ, ბინადრების უმეტესობის შესახებ ნამდვილად არ გვაქვს ვრცელი ინფორმაცია. ამ უცნაური არსებებიდან რამოდენიმე ცუნამიმ იაპონიის სანაპიროებზე გამორიყა. არსებებმა ადგილობრივე საკმაოდ შეაშინეს, თუმცა მეცნიერებმა ყველა არსება ლაბორატორიაში მოათავსეს და დღემდე მიმდინარეობს გასაიდუმლოებული კვლევები.

image

ორ პირიანი თევზი – ცუნამის შედეგად დაზიანდა ფუკუშიამას ბირთვული ელექტროსადგური. რადიოაქტიურ ტალღებმა ძალიან ბევრი ცოცხალი არსება დააზიანა, მათ შორის ორ პირიანი თევზიც.

image

ძაღლი-თევზი – ცუამიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, 2011 წლის მარტის თვეში, ადგილობრივებმა საპაიროს წყლებში შეამჩნიეს უცნაური თევზი, რომელიც ასევე უცნაურ ხმას გამოსცემდა და ფართხალებდა. შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებმა თევზის ლიკვიდაცია მოახდინეს.

image
image
image
image

გიგანტური თევზი – ქვემოთ მოცემული ფოტო რამდენად რეალურია ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. ცნობილი იაპონელი მეცნიერები არაფერს უარყოფენ, თუმცა დუმილს ირჩევენ. იაპონელების აზრით ეს არის კარგად შესრულებული full HD ფოტოშოპი, რომელიც ადამიანების შეშინებას მიზნად ისახავს. თუმცა კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს რადიაციის შედეგი იყოს.

image

ცალთვალა გველთევზა – კიდევ ერთი უცნაური არსება, რომელიც სანაპიროზე ცუნამიმ გამორიყა. არსება ფილმებიდან “ჩამოფრენილს” გავს, თუმცა ამ ფოტოზე ფოტოშოპის ნატამალიც არაა გამოყენებული.

image

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *