პრეზერვატივი 15000 წლის წინ გამოიგონეს. გერმანიაში მათ უწოდებენ “პარიზულს”, საფრანგეთში – “ინგლისურ კაპიშონს”.
1. უძველესი პრეზერვატივი თითქმის 400 წლისაა – ის გამოიგონა მე-16 საუკუნის დასაწყისში ექიმმა ჩარლზ კონდომმა ჰენრი VIII-ისთვის და დაამზადა ცხვრის ნაწლავის ლორწოვანი გარსისგან. უძველესი შემორჩენილი პრეზერვატივი ნაპოვნია შვედეთში, ლუნდში და თარიღდება 1640 წლით.
2. ქალის პრეზერვატივი პირველად ნახსენებია მე-2 საუკუნის შუა ხანებში. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მოხსენიებულია მეფე მინოსის ლეგენდაში, რომელსაც წყევლის გამო თესლში გველები და მორიელები ჰყავდა და ცოლის დასაცავად თხის შარდის ბუშტისგან ქალის პრეზერვატივი გააკეთა.
3. პირველი ნახატი გამოქვაბულის კედელზე, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ მისი დანიშნულების შესახებ, აღმოაჩინეს საფრანგეთის გამოქვაბულში Grotte de Cambarel-ში დაახლოებით 12000-15000 წლის წინ.
4. პირველი მსოფლიო ომის დროს აშშ და დიდი ბრიტანეთი იყვნენ ერთადერთი ქვეყნები ევროპულ კონფლიქტში, რომლებიც არ ამარაგებდნენ ჯარისკაცებს პრეზერვატივით. შედეგად დაფიქსირდა სიფილისისა და გონორეის 400 000 შემთხვევა.
5. პრეზერვატივი ფართოდ იყო ხელმისაწვდომი ევროპასა და ამერიკაში და რეკლამირებული იყო ისეთი სახელებით, როგორიცაა მამაკაცის ფარი და რეზინის პროდუქტი. მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში მათ უწოდეს “პატარა რამ შაბათ-კვირისთვის”.
6. მე-19 საუკუნეში კონტრაცეპტივებს მხოლოდ მაღალი კლასი იყენებდა, მეძავს ამის საშუალება არ ჰქონდა. ერთი პრეზერვატივის ფასი მის ყოველთვიურ შემოსავალს უდრიდა.
7. პრეზერვატივის ხარისხის შემოწმების შესახებ პირველი ჩანაწერები გვხვდება ჯაკომო კაზანოვას მემუარებში, სადაც აღწერილია მისი ცხოვრება 1774 წლამდე: როგორც აღმოჩნდა, ის ბერავდა მათ, იმის შესამოწმებლად, რომ პრეზერვატივი არ იყო სავსე ნახვრეტებით.
8. პრეზერვატივის პირველი რეკლამა 1918 წელს გამოვიდა.
9. ლატექსის ყველა კონტრაცეპტივი გადის მკაცრ ტესტირებას, მათ შორის წყლისა და ჰაერის ტესტირებას და ელექტრონულ ტესტირებას.
10. ყველაზე თხელი პრეზერვატივი, რომელიც ოდესმე გამოუგონებიათ შეიქმნა ჩინეთში 2013 წელს, მისი სისქე მხოლოდ 0, 036-ია, თითქმის შეუმჩნეველია. ის გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.
11. სტატისტიკით, პრეზერვატივის ყველაზე აქტიური გამოყენება 18-დან 25 წლამდე ხდება.
12. პირველი პრეზერვატივი დაამზადა Goodyear-მა, რომელიც აწარმოებს მანქანის საბურავებს.
13. პრეზერვატივმა შეიძლება მოულოდნელად გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე! ერთი ქალი ღამით კარიბის ზღვის კრუიზზე, ბორტიდან გადავარდა. პრეზერვატივის ყუთი დაეხმარა მას სიცოცხლის შენარჩუნებაში. ისინი გაბერა და ერთგვარი სამაშველო წრე შექმნა. 3 დღის შემდეგ ქალი გამვლელი ნავიდან დაინახეს და გადაარჩინეს.
14. ქალის პრეზერვატივი შეიძლება ჩაიცვათ სქესობრივ აქტამდე რვა საათით ადრე.
15. პრეზერვატივის საფულეში შენახვა უმარტივესი გზაა შემთხვევით გახდე მამა. ფაქტია, რომ საფულის ხშირი გამოყენებისას იქ მდებარე პრეზერვატივში მიკრობზარები ჩნდება. მათ შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევთ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.