როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას?

300-წევ­რი­ან­მა კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აირ­ჩია. პარ­ლა­მენ­ტში, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე ხმე­ბი ცოტა ხნის წინ შე­ა­ჯა­მა, რის შემ­დე­გაც პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

დღეს  სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ორი პრე­ზი­დენ­ტი: ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და არა­ლე­გი­ტი­მუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი რუ­სეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი კლო­ნი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მე­დუ­ზის IQ-ით.

თუ კა­ლი­გუ­ლას მიერ მისი ცხე­ნის ინ­ცი­ტა­ტუ­სის და­ნიშ­ვნა რო­მის სე­ნა­ტო­რად ლე­გენ­დად დარ­ჩე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მისი ერთ-ერთი ზებ­რის, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ვნა ის­ტო­რი­ას აუ­ცი­ლებ­ლად და­წერს,” | წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის (ICC) თავ­მჯდო­მა­რე, ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია: “ბოლო წა­მამ­დე მე­გო­ნა, რომ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი და ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მა­ი­სუ­რებს გაც­ვლიდ­ნენ”.

პო­ლი­ტო­ლო­გი ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე: დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი, ხელ­მო­ცა­რუ­ლი, სა­წყა­ლი და გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი არის მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გა­უ­ჭირ­დე­ბა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დი­სა და მყუდ­რო­ე­ბის პოვ­ნა. დამ­ღას ვერ მო­ი­ცი­ლებს ვე­რას­დროს.

ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია: ეს არის პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს გიყ­ვართ, გძულთ, მოგ­წონთ თუ არ მოგ­წონთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ის არის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, მორ­ჩა. ლე­გი­ტი­მუ­რი და ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი. ამ ხალ­ხში შე­საძ­ლოა ბევ­რი თქვენ­გა­ნი არ ყო­ფი­ლა, არ აქვს ამა­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა. ის უმ­რავ­ლე­სო­ბამ აირ­ჩია. ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მელ­ტის ბლი­ნე­ბის მე­პატ­რო­ნეა, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ქოცი დე­პუ­ტა­ტი და პრო­რუ­სუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო დაჯ­გუ­ფე­ბის “ხალ­ხის ძა­ლის” წევ­რი, მა­გი­ნე­ბე­ლი, უდიპ­ლო­მო. სხვა არა­ფე­რი ის არაა.

მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე: ვუ­ლო­ცავ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე არ­ჩე­ვას! ღმერ­თმა ძალა მოგ­ცეს მიშა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ!

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: მე­გობ­რე­ბო, ალ­ბათ არ ელო­დით და უნდა გა­უ­წყოთ რომ გა­ი­მარ­ჯვა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა! არ­ჩევ­ნებ­ში, სა­დაც მხო­ლოდ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჰოი სა­ოც­რე­ბავ. ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვია.

მწე­რა­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა: ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შენი პრე­ზი­დენ­ტო­ბა!

იუ­მო­რის­ტი თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი: რაც ქო­ცე­ბი, ის პრე­ზი­დენ­ტი. ყვე­ლი და პური.

პო­ლი­ტი­კო­სი ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა: იქ­ნებ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა უგა­მოც­დოდ ჩა­რი­ცხოთ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი….თან სწავ­ლა, თან მუ­შა­ო­ბა რას ნიშ­ნავს, ეგ მა­ინც გა­ვა­გე­ბი­ნოთ…

რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე: ყა­ვე­ლაშ­ვილს არა­სო­დეს არ ექ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მა­ცია – მე­ექ­ვსე პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ვი­ღაც სხვა, როცა ამის დრო მოვა.ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი კი იქ­ნე­ბა შეც­დო­მა – ერთი ზედ­მე­ტი ასო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შეც­დო­მე­ბი­თა და ასო­ე­ბით სავ­სე სა­მარ­ცხვი­ნო თავ­ში, რო­მელ­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ჰქვია.

მა­მუ­კა ღლონ­ტი: შემ­დე­გი პრე­ზი­დენ­ტი უა­ტეს­ტა­ტო იქ­ნე­ბა და იმის შემ­დე­გი, ბაღ­შიც არ უნდა იყოს ნა­რო­ნი­ე­ბიო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *