2016 წელს, რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში მიმდინარეობდა კვლევები, რა დროსაც მდინარე დონის წყლის დონე საკმოდ დაკლებულიყო. მკვლევართა ჯგუფმა, ფოტოს გადაღებისას, კადრში შენიშნა უცნაური რამ, რომელიც თავდაპირველად უბრალოდ ხეს ჰგავდა.
ახლოს მისვლისთანავე მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ხე. ეს ნივთი მეტალისგან იყო დამზადებული, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ აღმოაჩნეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი T-34-76 ტიპის ამერიკული ტანკი.
ტანკი 6 მეტრის სიღრმეში იყო ჩაფლული. მისი მდინარიდან გამოყვანა რუსი სამხედროების დახმარებით იქნა შესაძლებელი. როგორც დადგინდა, ტანკი აშშ-მ საბჭოთა კავშირს სესხის პირობებში გაუგზავნა. 30 ტონიანი ტანკი, სახეობის ერთადერთი წარმომადგენელია, რადგან სხვა მსგავსი ტანკები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაანადგურებულ იქნა.
ფაშისტურ გერმანიის წინააღმდეგ ომში მონაწილე ტანკს, რუსეთის მთავრობამ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო. ექსპერტების აზრით, ტანკი 1940-იან წლებში მდინარეში ჩაძირულ იქნა, აქედან გამომდინარე, 60 წლის განმავლობაში წყლის ქვეშ მყოფ ტანკს, სერიოზული ვიზუალური ხარვეზები გააჩნია. მდინარიდან ამოყვანისთანავე, ტანკზე პასუხიმგებლობა მკვლევარებმა აიღეს.
ტანკის გარდა, მდინარე დონში, რუსმა მკვლევარებმა სხვა სამხედრო ტექნიკის აღმოჩენაც მოახერხეს. სხვადასხვა იარაღები და კიდევ იშვიათი სახეობის სამხედრო ტრაქტორი, რომლის ამოღების ოპერაციამ რამოდენიმე დღე გასტანა.
რუსეთში მეორე მსოფლიო ომიდან დარჩენილი ტანკების ამოღების ოპერაციები გახშირდა. ამ ფაქტიდან რამოდენიმე თვით ადრე, ლენინგრადის რეგიონში, მდინარე ლევას სიღრმიდან ამოიღეს კლიმ ვოროშილოვის მოდელის ტანკი. მსგავსი ოპერაციები დღემდე მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთის მდინარეებიდან 262 სამხედრო ტექნიკის ამოყვანა განხორციელდა. აქედან მხოლოდ 55 იყო რუსული წარმოების, სხვა დანარჩენი ეკუთვნოდა: აშშ-ს, ინგლისს, გერმანიას და იაპონიას.
აღმოჩენილი ტანკები ინახება სამხედრო მუზეუმებში, რომლებსაც საკმაოდ ბევრი მანხველი ჰყავს როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.