ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ერთ-ერთ გადაცემაში მოსახლეობისთვის აქტუალურ კითხვას – სახიფათო თუ რა იმუნიტეტისთვის სველი თმით გარეთ გასვლა, უპასუხა:
„უშუალოდ იმუნიტეტს ეს ვერ დააქვეითებს, მაგრამ ბევრი ადამიანი, მათ შორის შესაძლოა მეც, რაღაც მიკრობის მატარებელი ვართ. მე ხშირად დამივალებია პაციენტისთვის ნაცხის ანალიზი ყელიდან და სრულიად შემთხვევით მენინგიტის გამომწვევი მიკრობი აღმოგვიჩენია. შესაძლოა ეს ხახაში ყოველ მეორე ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ეს ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის, მაგრამ თუ ასეთ დროს გადავცივდებით, ეს მიკრობი ელოდება შანსს. იგივეა ჰერპესული დაავადება, ის ელოდება შანსს, როდის წამოყოს თავი. ამას კი ხელს უწყობს იმუნიტეტის დასუსტება, უძილობა სტრესი, რუჯის მიღება არასწორი ხანგრძლივობით. ამიტომ გარეთ სველი თმით გასვლა, შესაძლოა დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს.