რაც არ უნდა ფრთხილად ვიყოთ ტანსაცმლის რეცხვისას, ფერად სამოსს დროთა განმავლობაში ფერი გადასდის, რაც მათ ნახმარს და მოძველებულს ხდის. საბედნიეროდ, დაფნის ფოთლითა და საცხობი სოდით დამზადებული საშინაო საშუალება კარგი მეთოდია გაცვეთილი ტანსაცმლის აღსადგენად.
დაგჭირდებათ:ნატრიუმის ბიკარბონატი;დაფნის ფოთლები;წყალი.
წყლიან ქვაბში ჩავყაროთ დაფნის ფოთლები და სოდა, გავაჩეროთ 20 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
დაფნის ფოთლისა და სოდის ნარევი ჩაასხით სათლში, ჩაყარეთ გაცვეთილი ტანსაცმელი და გააჩერეთ 24 საათი, ამოიღეთ და გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.