ნოსტრადამუსი მე-16 საუკუნეში მოღვაწე ასტროლოგი, ექიმი და ერეტიკოსი იყო. ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე იწინასწარმეტყველა ლონდონის დიდი ხანძარი, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა, 2001 წლის 11 სექტმემბრის თავდასხმები და COVID-19 პანდემია
მისი ცნობილი წიგნის გამოცემით – “წინასწარმეტყველები” ნოსტრადამუსმა მსოფლიოს და მის მომავალ თაობებს აჩუქა ჩანაწერები მომავალი ომებს, ეპიდემიების, სტიქიურ უბედურებების, სამოქალაქო არეულობის შესახებ
ვანგას ბალკანეთის ნოსტრადამუსსაც კი უწოდებდნენ. მართალია ის 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებები 5079 წლამდე ვრცელდება. სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა 2024 წლის ტექნოლოგიური რევოლუცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
კიბოს განკურნება
ვანგამ იწინასწარმეტყველა კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატების შექმნა. ინოვაციის ნიშნით მოძრავი სიკვდილის პლანეტის გავლენის გათვალისწინებით, მეცნიერული მიღწევები, განსაკუთრებით ის, რაც ანელებს სიკვდილის პროცესს, აბსოლუტურად შესაძლებელია
ჰარი ხდება მეფე
ეს წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსს უკავშირდება
მალე [დამანგრეველი ომის შემდეგ] ახალ მეფეს აკურთხებენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაამშვიდებს დედამიწას“ – ვარაუდობენ, რომ აქ სწორედ მეფე ჩარლზსა და პრინც ჰარის გულისხმობს
ნოსტრადამუსი, რომელმაც ზუსტად იწინასწარმეტყველა დედოფალ ელისაბედის სიკვდილი, მიანიშნებს, რომ ჩარლზის მემკვიდრე იქნება „ის, ვისაც არ ექნება მეფის ნიშანი“, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ჩარლზის მემკვიდრე სწორედ ჰარი იქნება
კლიმატის კრიზისი
დიდი დაკვირვება არ არის იმისთვის საჭირო, რომ კლიმატის ცვლილებები ჩვენთვის აშკარა გახდეს. ნოსტრადამუსი თავის წიგნში კლიმატის ცვლილებებზეც საუბრობს – რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, ტყის ხანძრები, გვალვები…იგი წინასწარმეტყველებს, რომ ტრაგიკული „მატარებელი“ გააგრძელებს მოძრაობას: „მშრალი მიწა უფრო გაშრება და უფრო გახშირდება წყალდიდობები“ – წერს ნოსტრადამუსი