შემთხვევის ადგილი
- სასტიკი დანაშაულის დეტალები
პარასკევს, 16:00 საათზე, სტამბოლში, ფათიჰის რაიონში, 19 წლის სემის ჩელიქმა ნახევარსაათიანი ინტერვალით 19 წლის ორი ქალი – იქბალ უზუნერი და აიშენურ ჰალილი მოკლა. შემდეგ კი ედირნეკაპას კედელზე ავიდა, ერთ-ერთი მოკლული ქალის, იქბალ უზუნერის ცხედარს თავი მოაჭრა და სიმაღლიდან გადააგდო, შემდეგ კი კისერზე თოკი შემოიხვია და კედლიდან გადახტა.
- ბიჭის მამა, ადემ ჩელიქი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მოკლული აიშენურ ჰალილი მისი შვილის შეყვარებული იყო, ხოლო მეორე ქალი იქბალ უზუნერი მისი შვილის სკოლის მეგობარი. ჩელიქმა ასევე აღნიშნა, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ამ მიზეზით ადრე საავადმყოფოში მკურნალობდა.
- შემთხვევას თურქეთში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ქალთა უფლებადამცველები მთავრობას აკრიტიკებენ ქალების მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების არასაკმარისად აღკვეთის გამო.ასობით ქალი შეიკრიბა ედირნეკაპას კედლებთან, სადაც აქტივისტებმა მთავრობას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდეს. აქტივისტები თვლიან, რომ მოძალადეები სათანადოდ არ ისჯებიან და მთავრობას მოუწოდეს, სისტემის შეცვლისკენ, სადაც კაცები დომინირებენ.
- როგორ გაეხვა ცნობილი მსახიობი ურაზ ქაიგარიუღლუ სკანდალში
რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ გამოფენაზე, ცნობილი თურქი მსახიობის ურაზ ქაიგარიოღლუს ფოტოები გამოიფინა, სადაც ის ხორცის საჭრელ დანასთან ერთად პოზირებს და ქალის მოჭრილ თავს აჩვენებს. ახლახან მომხდარმა დანაშაულმა კი საზოგადოებას ეს ფოტოები გაახსენა და ხელოვნებისა და ძალადობის საზღვრების შესახებ ფართო კრიტიკა მოჰყვა,”ამას ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის უხეში მოწოდება.“”როგორ შეიძლება ამის დაშვება?“”დღეს მომხდარმა სისასტიკემ საზოგადოებას ეს ფოტოები გაგვახსენა.” – წერენ კომენტარებში.
- ქალთა უფლებადამცველების თქმით, მსგავსი ფოტოები ხელოვნება არ არის და ხელს უწყობს ძალადობის გაძლიერებას.
მსახიობი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ გამოფენა არ იყო მისი და ის მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე იყო. მისი თქმით, არ ელოდა, რომ ეს ფოტოები წაახალისებდაქაიგარიოღლუ აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს და ის ახლა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მისი თქმით, შესაძლოა ახლა სხვა პროფესიით დაკავდეს.