საავადმყოფოს მიმღებთან გადაღებულ ამ ფარულ კადრებში, რომელიც კურიერი პს -ს ექსკლუზიურად მიაწოდეს ჩანს, თუ როგორ ეჩხუბებიან ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს და საავადმყოფოს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ ვინმე მიხეილ დვალიძე ჩნდება, კაცი, რომელსაც ქართველი ემიგრანტები რეკეტში ადანაშაულებენ. დვალიძე ემიგრანტ ქალებს საქმის გარჩევას სხვა ტერიტორიაზე სთხოვს.
შიშის მიზეზი ხარკის გადაუხდელობაა, რომელსაც საავადმყოფოში პაციენტების მომვლელებად დასაქმებულ ქალებს მათივე ინფორმაციით, მიხეილ დვალიძე სთხოვს.
როგორც საბერძნეთში მყოფი ქართველები გვიყვებიან, დასაქმების სქემა ასე მუშაობს: ემიგრანტები საავადმყოფოს მიმღებთან პაციენტებს ელოდებიან, მათ საკონტაქტო ბარათებს აძლევენ და მომვლელები ხდებიან.