ტრაგედია დატრიალდა… სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია.

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ახალგაზრდა ფოტოგრაფი სოსო ლომიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

კომენტარებში წერენ, რომ მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„გლოვობს ჩემი ხაშური. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ეს რა ტრაგედია დატრიალდა… ეს ანგელოზი გარდაიცვალა, გაქვავებულები ვართ.
მზე, სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა.
ბოლოს ასე როდის მეტკინა გული არ ვიცი… როგორი კარგი ადამიანი იყო… ნეტავ, იცოდეს, როგორ დაწყვიტა გული მთელ რაიონს… ყველას ასე რატომ უყვარდა ეს ბიჭი… სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *