რა გახდა თბილისის აეროპორტში ევაკუაციის მიზეზი – რა ინფორმაცია ვრცელდება.

რა გახდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს ატყობინებენ,   გაფრენა-ჩამოფრენის ორივე დარბაზი დაცლილია.

გამოგზავნილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განგვიცხადეს, რომ “თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სუს-ი უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს”.

არაოფიციალური ინფორმაციით კი აეროპორტში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *