გადაუღებელმა წვიმებმა კახეთში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო, რეგიონში რამდენიმე მდინარე ადიდდა და დამცავი კალაპოტები გაარღვია.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები. შეიზღუდა სატრანსპორტო მოძრაობა.
განსაკუთრებით დაზარალდა თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს.