17 მაისს, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა.
თბილისში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც დიდი ხნის შემდეგ, საზოგადოებაში ოჯახით გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე, მერის მეუღლემ ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კალაძის მეუღლე შვილებთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფებოდა.
ანუკი არეშიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე ოთხ შვილთან ერთად შეუერთდა მეუღლეს. დიზაინერს ვარდისფერი პიჯაკი და შავი ქვედაბოლო ეცვა. თავზე მოხვეული თავსაბურავის გარდა, საზოგადოების ყურადღება ტომ ფორდის ფირმის სათვალემ მიიქცია, რომლის ღირებულებაც 299 დოლარია.