ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული.„პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი გოგოს ახლობელი უყვება, რომ ოჯახის სამი წევრი ამოასვენეს და ისინი პროზექტურაში გადაასვენეს.„მე როგორც მაქვს ინფორმაცია სამი ამოსვენებული ვინც არის, არიან ნიაკო რობაქიძე, დედამისი მაია და ბებია. მამა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მაია ჩეჩელაშვილი არის ნიაკოს დედა და ასევე არის გულიკო რობაქიძე, ბებია.“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.
Related Posts
ცნობილი მომღერალი გარდაიცვალა
- tony
- ოქტომბერი 22, 2024
- 0
ჯგუფ iron maiden-ის მომღერალი, პოლ დი ანო 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსმა ჯგუფთან ერთად ორი ალბომი […]
ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბიშვილის სასამართლო გაიმართა – როგორ დასრულდა პროცესი?
- tony
- ოქტომბერი 22, 2024
- 0
ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილისთვის, მოკლული მეუღლის ნათესავები უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ. ისინი […]
სამარცხვინოები ესენი, კამერები უნდა ნახონ და გაიგონ ვინ გააკეთა – რა ხდება თემქაზე, ახლადგახსნილ ტყე-პარკში
- tony
- ოქტომბერი 22, 2024
- 0
ზღვის უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ახალი რეკრეაციული სივრცით სარგებლობა 20 ოქტომბრიდან შეუძლიათ. თემქის ხევის პარკის რეაბილიტაციისთვის […]