ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ იმ აზრს, რომ ხილი, განსაკუთრებით კი სწორედ ციტრუსები ადამიანის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ავსებს. მანდარინი, ფორთოხალი, ფეიხოა…ეს ის პროდუქტია, რომლებიც ზამთარში სეზონურ ხილად ითვლება და ვიტამინების საუკეთესო წყაროა ზამთარში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველა სპეციალისტი ასე არ ფიქრობს.
ციტრუსები ადამიანის ორგანიზმს ენერგიას ართმევს, ვიტამინი С კი სულაც არ კურნავს გაციებას – ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადა კარლ-ჰაინც ვაგნერმა, ავსტრიელმა მეცნიერმა, დიეტოლოგმა და კვების ექსპერტმა.
ციტრუსები ზამთრის სუსხიანი ამინდის დროს სულაც არ არის რეკომენდებულ საკვებთა რიცხვში. ზამთარში მანდარინის, ლიმონისა და ფორთოხლის მოხმარება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაშიც კი უკუნაჩვენებია, რადგან ისინი ადამიანის ორგანიზმს ართმევს იმუნიტეტისთვის აუცილებელ ენერგიას და გადაციებას იწვევს.
საკმარისი რაოდენობით С ვიტამინის მიღება ადამიანს შეუძლია უამრავი სხვა პროდუქტისგან, მაგალითად ხორციანი სუპებისა თუ მოთუშული ბოსტნეულისგან, რომლებსაც სპეციალური სანელებლებით შევკაზმავთ (დაფნის ფოთოლი, კოჭა, კვლიავი). С ვიტამინი ნარჩუნდება ასევე ხორცის პროდუქტებსა და გაყინულ ბოსტნეულსა და ხილში.
თუ С ვიტამინზე ვისაუბრებთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, იგი არანაირ არსებით გავლენას არ ახდენს არც ორგანიზმის დაცვაზე მწვავე რესპირატორული დაავადებებისგან და არც მკურნალობის პროცესზე. მას შეუძლია მხოლოდ ოდნავ შეამოკლოს ავადმყოფობის ხანგრძლივობა ზოგიერთ ადამიანში და ოდნაც გააძლიეროს იმუნური სისტემა ორგანიზმისთვის ექსტრემალურ პირობებში.
მიუხედავად ამისა, С ვიტამინი ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან აძლიერებს ორგანიზმის უჯრედების დაცვას. განსაკუთრებით აუცილებელია იგი მწეველებისთვის, რადგან უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან. ამიტომ, ციტრუსი სრულიად არ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან და ზამთრის პერიოდში მივიღოთ შეზღუდული რაოდენობით.
შეგახსენებთ, ეს არის კონკრეტულად დოქტორ კარლ-ჰაინც ვაგნერის აზრი, რომელსაც ბევრი ექიმი არ ეთანხმება. ზოგიერთი სპეციალისტი მიუთითებს იაზე, რომ ციტრუსები შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც ორგანიზმს იცავს ზამთრის პერიოდში.