თბილისში, მეტეხის ხიდთან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
მაშველებმა ავტომობილი მტკვრიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, მყვინთავების ჩართულობით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ადგილზე პირადად ხელმძღვანელობდა სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.
მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი რამდენიმე საათის წინ გადავარდა.