ბელგიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი, სელენა ბუხაიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სოციალური ქსელებიდან გაიცნო და თავისი იუმორით შეაყვარა თავი, პირველი სიყვარულის ისტორიას იხსენებს.
„ღამის კლუბში დავდიოდი, იქ მოდიოდა ერთი უსიმპათიურესი, შავგვრემანი, მაღალი ბიჭი, რომელიც ზედაც არ მიყურებდა. მეთქი, შენ გაჩვენებ… ჩავუშვი ჩემი ვანურ-ქუთაისური სიაფერისტე და ჩემამდე მოვიყვანე (იცინის). ჩემი სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ფუფალას ისტორიას, მე მგონი, ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს…
ჩემთვის სიყვარული არის ის, რომ უბრალოდ, მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. როდესაც გახსენდება, მუცელში ჟრუანტელი გივლის, როდესაც გენატრება, ყელში ბურთი გეჩხირება და ნერწყვის გადაყლაპვა არ შეგიძლია… ნამდვილი ბედნიერება არის სიყვარულში, ნებისმიერ სიყვარულში…“ – ამბობს სელენა ბუხაიძე „აპრილთან“