ამ პატარა ანეკდოტს ერთ-ერთ რუსულ საიტზე გადავაწყდი, ქართველზე იყო და გადავწვიტე გადმომეთარგმნა.
“ამასწინათ ბაზარზე მომიხდა გასვლა, პროდუქტების შესაძენად. ერთ დახლს მივადექი, სადაც გამყიდველი შუა ხნის ქართველი მამაკაცი იყო. ახალი ბოსტნეული ჰქონდა და რიგირც დიდი დაუდგა. ბოლოს ჯერი ერთ 40 წლის ქალბატონზე მიდგა, რომელმაც გამყიდველთან დიალოგის გაბმა სცადა.
– ერთი კილო ბულგარული მინდა, არ დამიკლებთ?
გამყიდველმა უზარმაზარ რიგს გადახედა და მიხვდა, რომ ქალბატონს თუ დაუთმობდა, დანარჩენებიც იგივეს მითხოვდნენ.
– უკაცრავად, ბოლო ფასია.
– მაგრამ თქვენს ბულგარულში ხომ ჰაერია!
ქართველი რამდენიმე წამით დაბნა. ცხადი იყო, ამდენი ხნის მუშაობის მანძილზე მსგავსი განცხადებით პირველად მიმართეს.
— რა თქმა უნდა, როგორც ყველაში.
— ჰაერსაც ხომ აქვს თავისი წონა, გამოდის, რომ ნაწილს ჰაერისთვის გიხდით! ამიტომ ცოტა უნდა დამიკლოთ!
ქართველმა FATAL ERROR- ი მიიღო და სახეზე ცისფერი ეკრანი გამოეხატა. მაგრამ რამდენიმე წამში გადაიტვირთა და ყველასათვის მოულოდნელად, აბეზარ ქალბატონს ღირსეული პასუხი დაუბრუნა:
— გოგონა, ბულგარულში ისეთივე ჰეარია, როგორც გარეთ, არა?! გარეთ კი ჰაერის მოცულობა უდრის ფართობის სიმაღლეზე ნამრავლს. და მთელი ეს მოცულობა აწვება სასწორს. და თუ მე ერთ კილო ბულგარულს გამოვაკლებ ამ ჰაერის მოცულობას, მაშინ მთელი ორი ბინა თქვენი ვალი მექნება! ჩემი შემოსავალის გათვალისწინებით კი, ამის გადახდაზე მარტივი იქნება უბრალოდ ცოლად შეგირთოთ.
ხალხმა სიცილი ვერ შეიკავა. გაწითლებულმა ქალბატონმა სასწრაფოდ გადაიხადა და უკანმოუხედავად გაიქცა.
ქართველმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ჩაილაპარაკა:
– ხოო, არსენა მასწავლებელო, აი, სად გამომადგა თქვენი ფიზიკა!”