21 წლის ნიკა ცეცხლაძეს, რომელიც 4 მარტს დაიკარგა, დღემდე ეძებენ. ინფორმაციას დაკარგულის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
„დღემდე იძებნება!
21 წლის ნიკა ცეცხლაძე 2024 წლის 4 მარტიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. იგი საღამოს საათებში (ბათუმი) სახლიდან გავიდა პატარა ჩანთით და მას შემდეგ არავის არ უნახავს. ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გეცნობათ ეს ბიჭი, თუნდაც ერთხელ სადმე დაგინახიათ ამ უახლოეს პერიოდში, მოგვწეროთ და გადავცემ მშობლებს. სახლში გამწარებული დედა, მამა და და ელოდება. პოლიცია ვერაფერს გახდა, ვერსად ვერ მიაკვლიეს, რადგან მხოლოდ ბათუმის ფარგლებში ეძებენ. მთელი საქართველო გავერთიანდეთ და გავიხსენოთ თუ სადმე გვყავს ეს ბიჭი ნანახი” – წერია მიმართვაში.