ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოებს თუ ემოციურ პოსტებს, ხშირად გვიზიარებს სოცქსელში.
18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
მაია ასათიანმა ახლახან მიმართვა გაავრცელა:
“თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება!
მე უბრალოდ ბრძოლის გზა ავირჩიე, იმისთვის, რომ გადავრჩე! და არასდროს არ დაგანახვებთ სინამდვილეში რას ვგრძნობ! ნუთუ ამის ახსნა საჭიროა? მერვე წელია უკვე, მაცადეთ ხანდახან სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება. ნუ მმარხავთ ცოცხლად“, – წერს მაია ასათიანი.