რა თქვა სასამართლოზე ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა

მამაკაცს, რომელმაც ცოლი და ორი მეგობარი მოკლა, თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პროცესზე ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და დანაშაულის მოტივზე ისაუბრა. დაკავებული სამმაგ მკვლელობას აღიარებს და ამბობს, რომ არ ნანობს.

ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატმა, გიორგი ფარადაშვილმა, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, შუამდგომლობა არ დააყენა და გადაწყვეტილება სასამართლოს მიანდო. ამავდროულად, ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის არგუმენტს მიმალვის, ან ხელახალი დანაშაულის საფრთხის არსებობაზე. ფარადაშვილმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, პოლიციას თავად ჩაბარდა.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა.

40 წლის მამაკაცმა მეუღლე და ორი ადამიანი, რამდენიმე გასროლით მოკლა.

მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში , ზვიად ზურაბაშვილს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ელოდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *