ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე რუსეთ-ირანის ურთიერთობის შესახებ სხვადასხვა წლების წინასწარმეტყველებებიდან ამონარიდები ქვეყნდება:
“ჩვენ ჯერ კიდევ 2007 წელს გავამახვილეთ ყურადღება თემაზე, რომელიც ახლა კვლავ აქტუალური გახდა. სწორედ მაშინ, 9 წლის წინ მოაწერა ხელი რუსეთმა ირანთან 800 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტს С-300ПМУ-1 სისტემის საზენიტო რაკეტების ხუთი დივიზიონის მიყიდვის თაობაზე. ამ გარიგების განხორციელებას 2010 წელს ირანთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ შეუშალა ხელი. გაერომ ამ რეზოლუციით ვეტო დაადო ირანისთვის თანამედროვე იარაღის გადაცემას და რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა შეჩერდა. სანქციების შედეგად რუსულ-ირანული კონტრაქტი С-300-ის მიყიდვის თაობაზე გაბათილდა.
სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და ირანმა სამხედრო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვაზე მოლაპარაკებები აღადგინეს. უფრო მეტიც, თეირანმა უკვე გადაუგზავნა მოსკოვს იმ იარაღის ნუსხა, რომლის შეძენაც სურს. საუბარია 8 მლრდ დოლარის ღირებულების მძლავრ სამხედრო ტექნიკაზე.
ირანის თავდაცვის მინისტრის, ჰოსეინ დეჰანის განცხადებით, მოლაპარაკების თანახმად, რუსული С-300-ების პირველ პარტიას ირანი 2016 წლის პირველ კვარტალში მიიღებს.
როგორც ხედავთ, 1993 წელს წარმოთქმული წინასწარმეტყველება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში შეყოვნდა, ახლა უკვე ასრულების ფაზაშია. რა მოჰყვება ამ გარიგებას და რას უქადის ეს კონკრეტულად რუსეთს, ამის შესახებ ქართველმა წინასწარმეტყველმა საკუთარი ჩანაწერებით რამდენჯერმე გვამცნო. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე წინასწარმეტყველებას შემოგთავაზებთ, რომლებიც უშუალოდ იარაღის მიყიდვის თემას უკავშირდება.
1993 წელი, 20 აპრილი, სამშაბათი.
რუსეთი თავის ტექნიკას მუსლიმებზე ყიდის ოქროზე; არა ბუტაფორიას, არამედ ნამდვილ იარაღს…
ირანი მყარ კონტაქტებს დაამყარებს “ესენგეს” მუსლიმებთან. იქ შექმნის სამხედრო ბაზებს, საიდანაც დაარტყამს რუსეთს.
მსოფლიო იწვის ომის ცეცხლში. მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.
რუსები საერთოდ სანდონი არ არიან და საკუთარ ქმედებებზე (რაზეც ამერიკა თვალს ხუჭავს), ვხედავ, პასუხს აგებენ. მაგრამ, როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რუსეთისა და მუსლიმური ქვეყნების ურთიერთობების გამო (რუსეთი რომ ხელს უწყობს მუსლიმებს), ღმერთი დასჯის რუსებს და დიდ დარტყმას ისინი ზუსტად მუსლიმებისგან მიიღებენ.
2002 წელი, 31 იანვარი.
ვხედავ, მუსლიმები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვინც კი არიან, ერთიანდებიან. ძლიერი ცეცხლი ინთება დაღესტანში და მთელი კავკასია აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ…
მუსლიმების საიდუმლო შეკრებებს ვხედავ. ძალიან ავფორიაქდი. ათი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე ეს და ასრულდება ყოველივე…
მუსლიმები რუსეთში შეჭრის გეგმას ადგენენ – კავკასიის მუსლიმები, შუა აზიის მუსლიმები.
2008 წელი, 1 ნოემბერი, თბილისი.
რუსების აგრესია პიკს აღწევს. ამ აგრესიული პოლიტიკის გატარებას არც ირანი და არც თურქეთი არ აპატიებს და საერთოდ, რუსებს ბრალს დასდებენ მუსლიმების გენოციდში. დიახ, ირანი პირდაპირ განაცხადებს ამას. რუსეთი ძალიან რთულ სიტუაციაში, ანუ ჩიხში აღმოჩნდება. აზიაში რუსული პოლიტიკა, ვხედავ, საბოლოოდ დასამარდება.
2013 წელი, 24 მარტი, თბილისი.
თუ რუსეთმა სწორი პოლიტიკა არ გაატარა ახლო აღმოსავლეთთან და განსაკუთრებით, ირანთან დაკავშირებით, რუსეთი ყველაზე მეტად დაზარალდება…
2013 წელი, 29 სექტემბერი, ურეკი.
ირანის საკითხი ძალიან წამოიწევს. რუსეთი აქაც ერევა და მისი მოკავშირე ჩინეთიც ჩაბმულია. რა თქმა უნდა, რუსეთი ჩინეთს იყენებს, მაგრამ ამ ალიანსისგან, ვხედავ, მაინც არაფერი გამოვა. თვითონ მუსლიმური სამყარო არ ენდობა რუსეთს.
2014 წელი, 20 იანვარი.
დაძაბულობა მსოფლიო პოლიტიკაში უკვე კულმინაციას აღწევს. იწყება დიდი პოლიტიკური დებატები. განსაკუთრებით ამერიკა იაქტიურებს, ვინაიდან რუსული ავანტურისტული პოლიტიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ევროპას, ისე შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, მაგრამ ამხელა იმპერია ვერც ხვდება, რომ იმ ტოტს იჭრის, რომელზეც ზის. რუსეთი ალიანსშია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რითაც ხელს უწყობს არეულობებს და ცეცხლითა და მახვილით უმყარებს პოზიციას იმ რადიკალ მუსლიმებს, რომლებიც მომართული არიან ომისთვის. მაგალითად, ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა ძალიან საშიშია არა მხოლოდ დანარჩენი მსოფლიოსთვის, არამედ, უპირველესად, სწორედ რუსეთისთვის”.