ჟურნალისტი ქალი ისმა ტულატუ, ტელეარხ „ალფას“ ინფორმაციით, თავის ტვინში სისხლჩაქცევისგან უცებ გარდაიცვალა. მას, სავარაუდოდ, ანევრიზმა ჰქონდა, რომლის შესახებაც არც კი ეჭვობდა.
49 წლის ჟურნალისტი ტელეარხ “ACTION24”-ის რეპორტიორი იყო და კულტურის ამბებს აშუქებდა. იგი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც გონება დაკარგა. ისმა 9 თვის ფეხმძიმე იყო და უახლოეს 24 საათში უნდა ემშობიარა. ექიმებმა ქალი მაშინვე გადაიყვანეს კლინიკაში საკეისრო კვეთის ჩასატარებლად და ბავშვის სიცოცხლისთვის ბრძოლა დაიწყეს.
ექიმების ძალისხმევით, ბავშვი დედის მუცლიდან ამოიყვანეს. იგი თავიდან „ალექსანდრას“ საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციაში გადაიყვანეს, შემდეგ კი „ელენა ვენიზელუს“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა ქალმა მშობიარობამდე 3 დღით ადრე დაკარგა გონება.
მისი გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა ჟურნალისტ ელენი სპანოპულუს ფბ პოსტიდან : „არ მინდა დავიჯერო, ჩემო ისმა! რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვის გაჩენას აპირებდი და გაფრინდი, როგორც ჩიტი ასე მოულოდნელად და ასე უსამართლოდ