კრასნოგორსკში, “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ტერაქტის ადგილზე 137 მსხვერპლის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია 62 ცხედარი, დანარჩენს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ტერიტორიის შემოწმება გრძელდება.
საგამოძიებო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ ტერაქტის ადგილიდან ამოღებულია საბრძოლო მასალის ოთხი კომპლექტი, ორი კალაშნიკოვის ავტომატი და 500-ზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა. ბომბებში ჩაფლული ცხედრები ან სხვა დანაღმული საგნები არ იქნა ნაპოვნი.
მოსკოვის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 180 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.