ბი­ჭებს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩათ, გლო­ვაა წალ­კა­ში”- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილი ხდება

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და წუ­ხელ წალ­კა­ში, რომელსაც ოთხი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს განმარტებით, წალ­კი­დან სო­ფელ კო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი “ფორ­დის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ ოთხ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სამი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ხოლო მე­ო­თხე კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ი.გ. და­კა­ვე­ბუ­ლია.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ლაშა ქალ­და­ნი, გოჩა ვიბ­ლი­ა­ნი, ამი­რან გურ­ჩი­ა­ნი და გია ფირ­ცხე­ლი­ა­ნი.

“ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, სა­ში­ნე­ლი დღე გა­თენ­და, 4 ახალ­გაზ­რდა კაცი აღარ არის ცო­ცხა­ლი. ბი­ჭებს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩათ. ამ­ბო­ბენ, ერთი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო და 5 შვი­ლი ჰყავ­დაო. გლო­ვაა წალ­კა­ში, ყვე­ლა გა­ნიც­დის ამ სა­ში­ნელ ამ­ბავს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ორს ვიც­ნობ­დი, გია ფირ­ცხე­ლი­ანს და ამი­რან გურ­ჩი­ანს. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ყვე­ლა და მათი ოჯა­ხე­ბი. აქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ გუ­შინ წა­სუ­ლე­ბი და იქი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ეს ფაქ­ტი მოხ­და. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ყვე­ლა­ნი და დიდი და­ნაკ­ლი­სია ასე­თი ახალ­გაზ­რდე­ბის და­ღუპ­ვა“, – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

მისი თქმით, ცხედ­რებს ექ­სპერ­ტი­ზა თბი­ლის­ში ჩა­უ­ტარ­დათ. ერ­თის ცხე­და­რი სახ­ლში უკვე მი­ას­ვე­ნეს.

მარ­თა­ლია დი­ლით წალ­კის მე­რის მო­ად­გი­ლემ უარ­ყო ამ ბი­ჭე­ბის აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნის ფაქ­ტი, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად აქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ჩვენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა კი­დევ ერთხელ ვცა­დეთ წალ­კის მერ­თან, ასე­ვე მის მო­ად­გი­ლე­ებ­თან და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან, მაგ­რამ ყვე­ლამ ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა და პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *