გოლის შემდეგ, ლუის ენრიკემ კვარას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა — რა თქვა მან?

ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელმაც ქართველი შეაქო.

„კვარაცხელიას ბევრი კარგი და ხარისხიანი მონაცემი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს შეიგრძნო და ყველაფერი იდეალურ დროს მოხდა. ზოგადად გუნდმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა. ახლა ჩემპიონთა ლიგის დროა, სადაც თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ”, — განაცხადა ენრიკემ. საბოლოოდ, პარიზელებმა მონაკო ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

წყარო: lagazzetta

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *