„ამ საღამოს ყველაზე ბედნიერი ვარ“ – კვარას პირველი კომენტარი პსჟ-ში სადებიუტო გოლის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

„საუკეთესო გრძნობაა როდესაც გოლს ასეთი გულშემატკივრების თვალწინ იტან. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ამ საღამოს ყველაზე ბედნიერი ვარ.

ამ გოლისთვის თავდაუზოგავად ვშრომობდი და მინდოდა რაც შეიძლებოდა სწრაფად გამეტანა. გუნდში ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფოკუსირება ჩვენს ფეხბურთზე. ვამაყობ, რომ აქ ვარ“, – ამბობს კვარაცხელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *