ხვივა კვარაცხელიაზე სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.

საფეხბურთო  ობსერვატორიამ (CIES Football Observatory) 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა და საუკეთესო მარცხენა შემტევებში ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რაც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის კიდევ ერთი აღიარებაა.

თუმცა, წინა რეიტინგებიდან განსხვავებით, ხვიჩა ამჯერად მეშვიდე ადგილზეა და უსწრებს „მილანის“ შემტევ რაფაელ ლეაოს. საუკეთსო ათეულში პირველი სამი ადგილი პრემიერლიგის ფეხბურთელებმა, მარკუს რაშფორდმა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჯეკ გრილიშმა („მანჩესტერ სიტი“) და კაორუ მიტომამ („ბრაიტონი“) დაიკავეს.

Cies Football Observatory-ის რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრების გაერთიანებით არის შედგენილი: ნათამაშები წუთები, გოლები, საგოლე პასები და სპორტული შედეგები იმ ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, რომელშიც ფეხბურთელი თამაშობს.

1. მარკუს რაშფორდი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 81.8

2. ჯეკ გრილიში, „მანჩესტერ სიტი“ – 81.2

3. კაორუ მიტომა, „ბრაიტონი“ – 77.2

4. იანიკ კარასკო, „ალ შაბაბი“ – 73,8

5. გაბრიელ მარტინელი, „არსენალი“ – 73,5

6. დუშან ტადიჩი, „ფენერბახჩე“ – 73.4

7. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 71.7

8. კერემ აქტურქოღლუ, „გალათასარაი“ – 71.1

9. პედრო გონსალვეში, „სპორტინგი“ – 70.1

10. რაფაელ ლეაო, „მილანი“ – 69.8

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *