ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დეპარტამენტის ცნობითვე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მალე აღდგება.