რც თუ ისე შორეულ წარსულში, სარეცხ საპონს აბსოლუტურად ყველა ოჯახში შეხვდეობდით. ამ პროდუქტის ასეთი პოპულარობა მისი უნივერსალურობით იყო განპირობებული. მართლაც, სარეცხი საპონი სწორედ ის იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტია, რომელიც არაერთი პრობლემის გამკლავებაში გვეხმარება.
კარგად მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ყველა ჭრილობას ბებია სარეცხი საპნით მიმუშავებდა, რადგან ის არაჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი საშუალებაა, რომელიც ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებსა და მიკრობებს, საიმედოდ გვიცავს ჭრილობებში ინფექციების შეჭრისგან.
არსებობს ამ ერთი შეხედვით ძალიან უბრალო პროდუქტის გამოყენების არაერთი ალტერნატიული, ძალიან სასარგებლო გზა. მოდით, დეტალურად განვიხილოთ, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ სარეცხი, სადიასახლისო საპონი.
სარეცხი საპნის გამოყენების ალტერნატიული გზები
- კანის საფარის ნებისმიერი ანთებითი დაავადება მარტივად შეგიძლიათ დაამარცხოთ სარეცხი საპნის დამარცხებით.
- ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის კარგად ნაცნობი სოკოვანი ინფექცია განკურნებადია ამ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტის დახმარებით. ყოველ დილას დაიბანეთ ინტიმური ნაწილები სარეცხი საპნით.
- თუ გსურთ, თქვენი თმა გაცილებით სქელი და მოცულობითი იყოს, რეგულარულად დაიბანეთ თავი სარეცხი საპნით.
- გაპარსვის ან დეპილაციის პროცედურის შემდეგ კანის გაღიზიანება თავიდან რომ აირიდოთ, გამოიყენეთ სარეცხი საპონი.
- თუ ჭარბოფლიანობა გაწუხებთ, დაიბანეთ იღლიები ამ საპნით. ასე საიმეოდოდ დაიცავთ თავს უსიამოვნო სუნისგან, რადგან სარეცხი საპონი ბოლომდე ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და სოკოებს.
- თუ მწერმა გიკბინათ და ნაკბენი შეგიშუპდათ, დაიმუშავეთ ის კარგად აქაფებული სარეცხი საპნით.
- თუ შეურევთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით შაქარს, გახეხილ ხახვსა და გახეხილ სარეცხ საპონს, მიიღებთ არაჩვეულებრივ მალამოს ნახეთქების მოსაშორებლად და შესახორცებლად. წაისვით ის კანის პრობლემურ მონაკვეთზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და დაიტოვეთ მთელი ღამით.
- თმის ცვენას საგრძნობლად შეიმცირებთ, თუ უბრალო საპნის ნაცვლად, გამოიყენებთ მუქი ფერის სარეცხ საპონს და ონკანში მომდინარე წყალის ნაცვლად, დაიბანთ თმას წვიმის წყალით.
- სამედიცინო დაწესებულებებში საკმაოდ ხშირია რეგულარულად იატაკის სარეცხი საპნის ხსნარით მოწმენდის პრაქტიკა, რადგან ეს პროდუქტი ბოლომდე ანადგურებს ბაქტერიებსა და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს.
- ქირურგების საკმაოდ დიდი ნაწილი ოპერაციაზე შესვლამდე ხელების სარეცხი საპნით დაბანას ანიჭებს უპირატესობას. ასე ოპერაციის დროს პაციენტის დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე მცირდება.
- თუ ძაღლმა ან ნებისმიერმა სხვა ცხოველმა გიკბინათ, სანამ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას მიმართავთ დახმარებისთვის, კარგად დაიმუშავეთ ჭრილობა სარეცხი საპნით.
- ფეხიგულებისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის დროს სარეცხი საპონი ძალიან დაგეხმარებათ. დაიბანეთ ფეხები კარგად ამ საპნის გამოყენებით და შემდეგ დაიმუშავეთ კანის დაინფიცირებული მონაკვეთები და ფრჩილები იოდით.
- თუ სტომატოლოგიური პრობლემები ან ღრძილების ანთება გაწუხებთ, დატოვეთ კბილის ჯაგრისი სარეცხი საპნის სნარში მთელი ღამით.
თუ ამ პროდუქტს სახის კანის დასაბანად გამოიყენებთ, პროცედურის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი (ასე თავიდან აირიდებთ კანის გამოშრობას).
როგორც ხედავთ, სარეცხი საპონი მართლაც რომ უნივერსალური საშუალებაა არაერთი პრობლემის წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!