იდუმალი მუმია, რომელიც თოკითაა შეკრული და სახეზე ხელები აქვს აფარებული – დასჯის მეთოდი თუ დაკრძალვის წესი

პერუში, სან მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგებმა 2021 წელს, სამარხში, უცნაურ მდგომარეობაში მყოფი მუმია იპოვეს, ის თოკებით იყო შეკრული და ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული.
სამარხში ასევე იყო კერამიკა, ბოსტნეულის ნაშთები და ქვის იარაღები.

image

მიუხედავად იმისა, რომ მუმიის პოზა ერთი შეხედვით სადისტურად გამოიყურება, მკვლევარები თვლიან, რომ ეს არის სამხრეთ პერუს დაკრძალვის ტრადიცია.

მუმია 800-დან 1200 წლამდე ასაკისაა და ის დამარხული იყო კახამარკილიას არქეოლოგიურ ტერიტორიაზე, ქალაქის შუა მოედანზე, რაც მკლევარებს აფიქრებინებს, რომ ის არ იყო რიგითი მოქალაქე, არამედ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პიროვნება მაშინდელ საზოგადოებაში.
image

პერუსა და მეზობელ ჩილეში ადრეც აღმოაჩინეს რამდენიმე მუმია, რომელთა ასაკი 1000 წელზე მეტი ხნისაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *