ჩვენი ქუსები ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. ბზარებისა და კოჟრების გაჩენა ქუსლების კანზე – პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს გვაწუხებს, განსაკუთრებით კი ზამთრის უხეში ფეხსაცმლის ტარების შემდეგ.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქუსლების კანის დაბზარვა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. თუ სათანადო ზომებს დროულად არ მივიღებთ, თავი შეიძლება იჩინოს გაუსაძლისმა ტკივილებმა და სისხლდენამაც კი.
მოცემულ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებით, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
როგორ გავიგლუვოთ და დავირბილოთ ქუსლების კანი
დაგჭირდებათ:
- 5-6 აბი ასპირინი
- ლიმონის წვენი
ინსტრუქცია:
- დაფქვით ასპირინის ხუთივე აბი.
- მიღებულ ფხვნილს დაასხით იმ რაოდენობით ლიმონის წვენი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა (დაახ. 0.5 ჩ.კ. საკმარისი იქნება).
- მზა საშუალება კარგად შეიზილეთ ქუსლების გარქოვანებულ კანზე, დაიფინეთ რბილი ქსოვილი და ზემოდან გადაიკარით პოლიეთილენის პარკი.
- დაახლოებით 5-10 წუთში მოიხსენით სახვევი და დაიმუშავეთ ქუსლები პემზით.
ეს მართაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და შედეგიანი ნაზავია, რომელიც ქუსლების კანს რეგულარული გამოყენებიდან მინიმალურ დროში საოცრად რბილს, ნაზსა და გლუვს გახდის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!