სტატიებივიდეოფოტოებიძიებაშესვლარეგისტრაციასაზოგადოებაპოლიტიკაეკონომიკასპორტიმეცნიერებაკულტურამოდაჯანმრთელობაგართობაქალი და მამაკაციკულინარიაQuizმეტისტატიის დაწერავიდეოს / ფოტოს ატვირთვაგამოიმუშავე ფულიმე რეპორტიორი03.02.2024 სტატია:133221 ვიდეო:357946 სურათი:507828ფილოსოფიაროგორ ავიხდინოთ სურვილები – საიდუმლო, ფიქრების მიზიდულობის ძალის შესახებ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გვიმალავდნენ2019, 14 ივლისი, 14:25image”რასაც ვფიქრობთ, ის ვართ”ფიქრი რომ ენერგიაა და რაზეც ვფიქრობთ, იმას რომ ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში, გსმენიათ ალბათ. ოცნებების ასრულების ეს მეთოდი, ახალი არ არის, უძველესი საიდუმლოა, უბრალოდ ადრე მისტიკის სფერო იყო, ახლა კი უკვე მეცნიერებიც ამტკიცებენ, ყველა გასაღები თქვენს გონებაშია და ბედისწერასაც მხოლოდ თქვენი ფიქრები წერენო. მიზიდულობის კანონს უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი იყენებს წარმატებისთვის, ბევრი ამაზე არ ლაპარაკობს, ბევრიც კი საიდუმლოს გვიმხელს: ოპრა უინფრი, ჯიმ ქერი, უილ სმიტი, არნოლდ შვრაცნეგერი და სხვები… ისინი გვიმტკიცებენ, რომ წარმატება სწორედ ამ გზით მოიზიდეს.როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე – მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიანმოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენივე შემოქმედებაა. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ საკუთარი ფიქრების, ემოციების და ნების მართვას და ამიტომ ხშირად წარმატების მაგივრად, ბევრ ნეგატიურ მოვლენას ან ადამიანს ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში…ამ სტატიაში 10 ნაბიჯს შემოგთავაზებთ, რომელიც დაგეხმარებათ მიმართულება მისცეთ თქვენს ოცნებებს და ის ყველაფერი მოიზიდოთ რაც გსურთ, იმის მოზიდვის მაგივრად, რის გაცნობიერებასაც ვერ ახერხებთ:ჩამოყალიბდით საკუთარ ოცნებაში – “თუკი არ იცი სად მიდიხარ, აუცილებლად მოხვდები სხვაგან”ჯერ უნდა გაერკვეთ იმაში, თუ რა გსურთ… ჩვენ ყველას გვაქვს ოცნებები, მაგრამ იშვიათად მინახავს ვინმე, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა და რა სჭირდება ბედნიერებისთვის. ძალიან კარგად მესმის მათი, მეც ასე ვიყავი და ხანდახან ახლაც მემართება ხოლმე. თუკი ვერ ახერხებთ იმის კონკრეტულად ჩამოყალიბებას, რაც გინდათ, იმაზე დაიწყეთ ფიქრი, რაც ძალიან მოგწონთ. მაგალითად, კარგ სამსახურზე, მოგზაურობაზე, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. მერე ნელ-ნელა ეცადეთ დაკონკრეტდეთ: რა სახის სამსახური გინდათ? რა პროფესიით მუშაობა გინდათ? სად გსურთ საკუთარი თავის რეალიზაცია? სად გინდათ იმოგზაუროთ? ვისთან ერთად? რა სახის ურთიერთობები გსურთ? რამდენი პარტნიორის ყოლა? ყველაფერი ერთ წინადადებამდე დაიყვანეთ და ფურცელზე დაწერეთ. აი, დაახლოებით ასე: მე მინდა მოგზაურობა ნეპალში, მე მინდა ვმუშაობდე ჟურნალისტად, მე მინდა მქონდეს ჩემი სახლი, მე მინდა მყავდეს შეყვარებული… ფურცელი მატერიაა, თქვენი ოცნება უკვე არსებობს მატერიის სახით, ფიქრმა უკვე მატერიალური ფორმა მიიღო. ჯიმ ქერიმ, იმ პერიოდში, როცა დამლაგებლად მუშაობდა საკუთარ თავს ჩეკი გამოუწერა წინასწარ და მთელი ცხოვრება ინახავდა ამ ჩეკს. ეს ფურცელი კედელზე ჩამოკიდეთ და რამდენჯერაც შეხედავთ გაიმეორეთ.imageაღწერეთ თქვენი ოცნება სრულადდაწერეთ ფილმის/პიესის სცენარივით. ეცადეთ განიცადოთ ყველა ემოცია. აღწერეთ ყველაფერი კონკრეტულ დეტალებში. თვალები დახუჭეთ და დაინახეთ, ისუნთქეთ…. მთელი სხეული იგრძნობს, რომ ეს გჭირდებათ, გაცნობიერებული სურვილი ქვეცნობიერში შეღწევას იწყებს და ქვეცნობიერი კიდევ იმ გზების მოძიებას, ამ სურვილის ასრულებამდე რომ მიგიყვანთ. ეს წყალში ქვის გადაგდებასავითაა, ტალღები უკან გიბრუნდება. ეზოთერიკოსები ამას ფრიად მისტიკურ საბურველში ხვევენ, მაგრამ ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკია ქვეცნობიერამდე ინფორმაციის მისატანად.აი, მაგალითად: მე ჩემი სახლის აივანზე შეზლონგზე ვარ გაშხლართული და სიცოცხლით ვტკბები, მუხლებზე ახალი მაკბუქი მიდევს და ჩემს ახალ სტატიაზე ვმუშაობ, რომლითაც ბევრ ადამიანს ვეხმარები და თანაც ამ ყველაფერს მიფასებენ. იმდენი შემოსავალი მაქვს, კრედიტი დავფარე, სახლი ვიყიდე და ქველმოქმედებით ვარ დაკავებული. ქვემოთ აუზთან ჩემი ბიჭი თამაშობს ჩემს უზარმაზარ სენბერნართან ერთად… მალე ჩემი უახლოესი მეგობრები მოვლენ, ტიბეტში ტური უნდა დავგეგმოთ ერთად… ძალიან ბედნიერი ვარ… ნახეთ, რა ადვილია? ახლა თქვენი ჯერია.ეს ფურცელიც შეგძლიათ ჩამოკიდოთ ან თვალში მოსახვედრ ადგილას დადოთ ისე, რომ კვირაში ერთხელ მაინც წაიკითხოთ.დესკტოპზე/ან მობილურის ეკრანზე დააყენეთ იმის ფოტო, რის მოზიდვაც გსურთმოტოციკლი გინდათ? მოტოციკლის ფოტო დაიყენეთ, ან ოთახში ჩამოკიდეთ მისი სურათი. მსოფლიო მშვიდობაზე ოცნებობთ? გააკარით ამის შესახებ პლაკატი. ქალის/კაცის მოზიდვა გინდათ? დააყენეთ ეკრანზე მისი ფოტო. ინგლისში ცხოვრება გინდათ? ინგლისის ფოტო დააყენეთ იმ ამინდით, რა ამინდშიც მის ქუჩებში თავს წარმოიდგენთ ხოლმე, თავისი შხაპუნა წვიმებით, წითელი სატელეფონო ჯიხურებით, ნისლით. შეხედეთ და თქვენი თავი ჩასვით ამ ფოტოს სცენარში. ისეთი ფოტო ამოარჩიეთ, რომლის დანახვაზე ემოციები გიჩნდებათ. ემოცია ყველაზე დიდი ენერგიაა. ეს ძლიერ სურვილს ქმნის და ტვინს გამუდმებით ახსენებს რისკენ უნდა ისწრაფოს. მიმართულებას აძლევს ფიქრებს.იმოქმედეთ/ ყოველდღე ერთი ნაბიჯი გადადგით თქვენი ოცნებისკენუილ სმიტი ყვებოდა ამის შესახებ, ერთხელ მამამ მასა და მის ძმას უზარმაზარი კედლის აშენება დაავალა, რომლის აშენებაზე ფიქრი ორივეს აშინებდა. “ეს შეუძლებელია” – გაიფიქრა მან, როგორც კი წარმოიდგენდა რამდენი უნდა ეშრომა ამისთვის, მაშინვე ყოველგვარ მოტივაციას კარგავდა. ამიტომ გადაწყვიტა ერთი აგურის დადების პრინციპით ემოქმედა. მისი მიზანი ერთი აგურის დამატება იყო და არა მთელი კედლის აშენება. ასე ბედნიერად აშენდა მთელი კედელი.თქვენც თქვენი დიადი მიზნების პატარ-პატარა მიზნებად “დაჭრა” მოგიწევთ და თანმიმდევრულად მიღწევა. მოიგონეთ ნაბიჯები და თითოეული ნაბიჯი აქციეთ მიზნად. პატარა მიზანს ნაკლები შრომა სჭირდება და მეტად გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვალთ მთავარ მიზნამდეც. ოცნება მოქმედების გარეშე ფუჭია, მოქმედება ოცნების გარეშე დროის კარგვა. მოქმედება ოცნების ასასრულებლად ის რეალობა, რომელიც გსურთ. “შენ არასოდეს გეძლევა სურვილი, რომლის ასრულების ძალა არ გაგაჩნია, მაგრამ ცოტა შრომაც მოგიწევს ამ სურვილის ასასრულებლად”, – რიჩარდ ბახი.გამოათავისუფლეთ სივრცე იმისთვის, რის მიზიდვასაც აპირებთეს აღმოსავლური პრაქტიკაა და მართლაც გენიალურად მუშაობს. იმისთვის, რომ სიახლეები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ადგილის გამოთავისუფლება მოგიწევთ მათთვის. ბედნიერება რომ გეწვევათ, მისთვის შესათავაზებელი სკამი და საწოლი უნდა გქონდეთ, თორემ არც შემოვა. გათავისუფლდით ძველი, მოყირჭებული და გამოუსადეგარი ნივთებისგან, გამოათავისუფლეთ სივრცე სახლშიც და გონებაშიც. მიეცით ენერგიას საშუალება თავისუფლად იმოძრაოს. გაუშვით უარყოფითი ფიქრები სანაგვეზე და მოიშორეთ ნეგატიური ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან. თუკი თქვენ მათთან საუბრობთ პოზიტიური მოვლენების მოზიდვაზე, ისეთი ცხოვრების შექმნაზე, როგორიც გსურთ და ისინი გეუბნებიან, რომ ეს სისულელეა… ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მშვენიერი ბაღის აშენებას რომ ცდილობდეთ და ვიღაცამ შიგ ნაგავი ჩაგიყაროთ, მაინც არაფერი გამოგივათო.იმედიტირეთ/ჩაუღრმავდით საკუთარ თავს5-10 წუთი აუცილებლად დაუთმეთ მედიტაციას ყოველდღე. დოქტორ სიჩუმესთან ვიზიტი აუცილებელია თქვენი მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. თვითერაპიის გარდა ამ დროს თქვენ უმაღლეს ცნობიერთან კავშირზე გადიხართ, სამყაროს საინფორმაციო ველს ეხსნებით და გეძლევათ შესაძლებლობა მთლიანად გადააპროგრამოთ თავი.imageგააცნობიერეთ ის, რისთვისაც მადლიერი ხართგააკეთეთ ორი სია: ერთი იმის, რისთვისაც მადლობელი ხართ რომ გაქვთ, მეორე იმის, თუ რისთვისაა მადლობელი თქვენი მომავალი თავი (ანუ ჩამოწერეთ მიზნები აწმყო დროში). ბედნიერების უმთავრესი შემადგენელი ნაწილი მადლიერების გრძნობაა, ეს კი მადლიერების გრძნობის განვითარებაში დაგეხმარებათ. თანაც თქვენს მომავალთან დაკავშირებით მოლოდინების მყარდება, რწმენა გემატებათ და მიზიდულობის ძალა იზრდება. ეს სიები კვირაში ერთხელ წაიკითხეთ. წინა პუნქტების დამატებითი პუნქტია, ქვეცნობიერის თქვენს ჭკუაზე ტარებაში დაგეხმარებათ.გათავისუფლდით უარყოფითი მოლოდინებისგანეს ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანია. ის, რაც ადამიანების ცხოვრებას ყირაზე აყენებს. თქვენ პაემანზე მიდიხართ და ფიქრობთ: რომ არ მოვეწონო? მაინცდამაინც ახლა გამომივიდა ეს მუწუკი სახეზე… ვითომ ეს ტონალური ფარავს?… ან კიდევ სამსახურის დაწყება გინდათ თქვენი ოცნების კომპანიაში და “რა აზრი აქვს, მაინც არ ამიყვანენ”, “მანდ ისეთი მოთხოვნები აქვთ”, “მითხრეს, მანდ ნაცნობი თუ არ გყავს, შანსი არ გაქვსო”… “რისიც გეშინოდეს, ის გემართებოდესო”, ბრძენი ხალხი გვყავდა ოდესღაც… წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება ბაღია და ნებისმიერი ფიქრი თესლი, რასაც დასთესავთ, იმას მოიმკით. ეცადეთ თავი დააღწიოთ უარყოფით მოლოდინებს, როცა ეჭვი შეგეპარებათ რამეში და მიხვდებით რომ საკუთარ ფიქრებს ვეღარ მართავთ, კონცენტრირდით, წინა პუნქტებში ჩამოთვლილი ნაბიჯები გაიმეორეთ. მოლოდინებსაც მატერიალური ფორმა მიეცით – ჩამოწერეთ და თუ რომელიმე მათგანი წინსვლაში ხელს გიშლით, იქეთ დააყენეთ ეჭვქვეშ.დაივიწყეთ უარყოფითი გამოცდილებაეს წინა პუნქტის გაგრძელებაა. ეცადეთ გაიგოთ, საიდან იღებს უარყოფითი მოლოდინი სათავეს. ბავშვებს არ ეშინიათ, შიშს ჩვენ გვასწავლიან და ეს უარყოფითი მოლოდინიც რომელიმე ბავშვობის ტრავმა იქნება. წაგიკითხავთ იმ ციცქნა ჯაჭვებით დაბმული სპილოების ამბავი, პატარაობისას ამ ჯაჭვებით რომ ჰყავდათ დაბმული და ახლა, როცა მათი გაწყვეტა შეეძლოთ, აღარც ცდილობდნენ, რადგან ეგონათ რომ ვერ გაწყვეტდნენ? ასე ვართ ჩვენც. ტრავმირებულები და დაპროგრამებულები, რომ რადგან ოდესღაც თუნდაც ბევრჯერ ვერ შევძელით, ისევ ვერ შევძლებთ. მოიშორეთ ეს მოლოდინი და არ შეწვიტოთ მცდელობა იქამდე, სანამ არ გამოგივათ, თანაც გჯეროდეთ თქვენი თავის. დაივიწყეთ წყენა, იმედგაცრუება, ისინი, რაც გსურთ მხოლოდ ხელს გიშლიან. გამოცდილება, გამოცდილებაა, ნეგატიურ და პოზიტიურ სტატუსს ჩვენ ვაძლევთ. მთავარი ჩვენი დამოკიდებულებებია. ხანდახან ვიმარჯვებთ, ხანდახან ვსწავლობთ. ფოკუსირდით მხოლოდ შემდეგ ნაბიჯზე, წინა უკვე ჩავლილია.მოახდინეთ იმის ხელახალი ვიზუალიზაცია, რაც აგისრულდათდა აი, თქვენ ახალი სახლი გაქვთ, ახალი სამსახური, ტიბეტიდან ჩამოხვედით, პაემნიდან ბრუნდებით… ჰოდა, გაიხსენეთ თქვენი ოცნება. ეს აუცილებელია. გაიხსენეთ, როგორი იყო იგი ოცნების სახით. ზუსტად ის არის, რაც გსურდათ, თუ რამე შეგეშალათ წარმოდგენის დროს? მაგალითად, თქვენ შეიძლება ფულის ტომრების ვიზუალიზაციას ეწეოდეთ, მაგრამ ფული არ ჩანდეს, ჰოდა, შეგრჩეთ კარტოფილის ტომრები, კარტოფილსაც არაუშავს, გულს ნუ გაიტეხთ, დღეს კარტოფილი, ხვალ მთელი სამყარო!ამ ყველაფრის გააზრება და გაცნობიერება, გადახარშვა თქვენს რწმენას აღრმავებს, რწმენა კი მიზიდულობის კანონის უმთავრესი პრინციპია. ეს ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე გვითხრა ქრისტემ. ერთადერთი, რაც ჩვენი ოცნებების მატერიალიზაციაში ხელს გვიშლის თვითსაბოტაჟია. ჩვენ თესლს ვყრით, შემდეგ კი იმის მაგივრად მშვიდად დაველოდოთ, როდის მივიღებთ მოსავალს, ამოსვლასაც არ ვაცდით, ყოველ წუთას ვთხრით, ვამოწმებთ გაფუვდა თუ არა, აპირებს ამოსვლას თუ არა, ფესვი გაიდგა თუ არა. რაც უფრო მეტჯერ ამოთხრით, მით უფრო გააჯანჯლებთ პროცესს, მით უფრო შეამცირებთ მისი ჯანსაღად რეალიზაციის შანსებს. ეს ყველაფერი ზოგს მისტიურად ეჩვენება, სასაცილოდ, მაგრამ ნუ მოუსმენთ მას, კვანტურ ფიზიკაში ყველა კი ვერ ერკვევა?
Related Posts
აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?
- tony
- ნოემბერი 3, 2023
- 0
საკვები სოდა რომ შეუცვლელი პროდუქტია სამზარეულოში, ეს დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მისი წარმოუდგენელი […]
როგორ შეიძლება გაიგონ ჩვენი ბარათის კოდი და როგორ დავიცვათ თავი – ეს უნდა ვიცოდეთ!
- tony
- დეკემბერი 3, 2023
- 0
პლასტიკური ბარათები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან მარტივი მოსახმარია. თუმცა, […]
„თუ ეს სიმპტომები გაქვთ, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“ – გოგინავა მოსახლეობას აფრთხილებს
- tony
- იანვარი 8, 2024
- 0
თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან, – ამის შესახებ […]