ამერიკელი ფიზიკოსების მტკიცებით, ცნობიერება აგრძელებს მუშაობას სხეულის გარდაცვალების შემდეგ.
ფიზიკოსებმა არიზონას უნივერსიტეტიდან (აშშ) და მათი ინგლისელმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს ადამიანის ცნობიერების კვანტურ დონეზე ჩატარებული კვლევის შედეგები და განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს სულის არსებობა სხეულის გარდაცვალების შემდეგ.
კვანტური მექანიკის ექსპერტები თვლიან, რომ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ ადამიანის სხეულის სიკვდილს აფიქსირებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ცნობიერების სიკვდილზე, მაშინ თეორიული ფიზიკის სფეროში თანამედროვე კვანტური თეორიების ანალიზის შედეგების მიხედვით, კვანტური მექანიკა საშუალებას იძლევა არსებობდეს ცნობიერება სხეულის გახრწნის შემდეგაც კი.
ისინი შეეცადნენ გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ცნობიერება, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რომელიც კვანტურ დონეზე შეიძლება ინახებოდეს და ამ პროცესს მიენიჭა სახელი-Orchestrated Objective Reduction-ი.
ბრიტანელი მკვლევარების აზრით, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ნეირონების ცილოვანი მიკროტუბები ინახავს გარკვეულ ინფორმაციას, რომელმაც სხეულის სტრუქტურაში შეიძლება კვანტური კომპიუტერის როლი შეასრულოს.
“როდესაც გული გაჩერდება და სისხლის მიმოქცევა შეჩერება, ეს მიკროტუბები კარგავენ კვანტურ მდგომარეობას, მაგრამ მათში შემავალი ინფორმაცია ინახება. უფრო მეტიც, ეს მიკროტუბები პრაქტიკულად უკვდავია და ვრცელდება მთელს სამყაროში.“-ამბობს დოქტორი სტიუარტ ჰამერჰოფი.
მსგავსი მოსაზრება აქვთ მაქს პლანკის ინსტიტუტის (მიუნხენი) ფიზიკოსებს, მათი აზრით, სამყარო მხოლოდ ისაა, რასაც ადამიანი აღიქვამს და ისინი ასევე დარწმუნებულები არიან, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი დიდ უსასრულობაში გადადის.
კვლევის მიზანი იყო, მეცნიერები გაერკვნენ ადამიანის ცნობიერების მუშაობის თავისებურებაში.
გამოდის, რომ ჭეშმარიტებაა, რასაც თითქმის ყველა რელიგია ქადაგებს-სხეული კვდება, ხოლო სული უკვდავია.