“მიქსმეტრონომი” სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს თეო გოდოლაძეს ესაუბრა, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს.
“სწორად მიწისძვრამდე უნდა მოვიქცეთ. ეს ნიშნავს იმის გარანტიას, რომ კარგი გზებია, კარგი შენობებია, კარგი სამშენებლო მასალაა, კარგი კონსტრუქციებია, კარგი დაგეგმარებაა, კარგი სპეციალისტებია, შემოწმებულია შენობა-ნაგებობები და ასე შემდეგ. ეს არის მიწისძვრის წინა მომზადების პერიოდი. რადგან საზოგადოება პროგნოზს ვერ აკეთებს აუცილებელია რომ სხვანაირად მოემზადოთ მიწისძვრისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ კარგი ინფრასტრუქტურა გქონდეს.
მიწისძვრის დროს თუ შენობები არ ვარგა არაფერი არ გშველით. არაფერი არ გიშველით არც ის, რომ ღიობებში დადგეთ ან მაგიდის ქვეშ შეძვრეთ ან საყრდენი გქონდეთ – ეს მაშინ ხდება, როდესაც მეტი შანსია, რომ შენობა ფეხზე იდგეს. თუ ცუდი ხარისხის შენობები გაქვთ მაშინ არაფერი არ გიშველით. ” – განაცხადა გოდოლაძემ
ამას გარდა მან საქართველოში მომხდარ მიწისძრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯავახეთის მხარე ტექტონიკურად და გეოლოგიურად კომპლექსური მხარეა.
“ჯავახეთის მხარე ტექტონიკურად და გეოლოგიურად კომპლექსური მხარეა და ეს კომპლექსურობა გამოიხატება ზუსტად მაღალი სეისმური აქტივობით, მაგრამ დაბალი სიმძლავრის მიწისძვრებით ხდება ენერგიის გამოთავისუფლება, ერთ ძლიერ მიწისძვრას ჯობია ბევრი პატარა, რათა გამოთავისუფლდეს ენერგია. ეს ინფრასტრუქტურისთვის და მოსახლეობისთვის უფრო ნაკლებ დამაზიანებელია. დიდი მიწისძვრის დროს უფრო დიდი ალბათობაა, რომ ნგრევა და ადამიანების მსხვერპლი მოჰყვება.” – განაცხადა სეისმოლოგმა