ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, უბედური შემთხვევა სრიალისას მოხდა.
35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დამატებითი დეტალები უცნობია.