ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას ,,ქართული სახლი ესპანეთში” ავრცელებს.გარდაცვლილი 26 წლის გიორგი ბანცაძეა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნეა.
,,კიდევ ერთმა ქართველმა ახალგაზრდა ვაჟკაცმა დატოვა სიცოცხლე და გადავიდა მარადიულ სასუფეველში.გარდაიცვალა 26 წლის გიორგი ბანცაძე.ბევრი იბრძოლა სიცოცხლისთვის, ბოლოს მაინც ვერ სძლია ვერაგ სენს და წავიდა…ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას.
პანაშვიდი :
შაბათს: 15:30 – 21:00 სთ..
კვირას: 8:00 – 11:00 სთ..ბადალონა. კანრუტი.Tanatorio de Badalona”,- წერია პოსტში