ცნობილი ქართველი იმუნოლოგი, აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“საქართველოს ეროვნული აკადემია მწუხარებით იუწყება გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი, მსოფლიო იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული მედიცინისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი,აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი.
საქართველოს ეროვნული აკადემია უსამძიმრებს ბატონი ნოდარის ოჯახს და სრულიად საქართველოს, ბატონი ნოდარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.პანაშვიდები: 22 და 23 თებერვალი; მისამართი: 104 დავით აღმაშენებლის გამზირი, სადარბაზო 3, სართული 4, ბინა 20.გამოსვენება 24 თებერვალს, შაბათს 2:00 საათზე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიიდან, ვაჟა-ფშაველას 33 ( თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით)” – ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.