დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
2 წლამდე გოგონა, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევრების განმარტებით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
უბედური შემთხვევის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.