ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ახალგაზრდა კაცი გიორგი ტუხაშვილი დაიღუპა. „დაიჯესტის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი უცნობ მოთხილამურეს დაეჯახა, რომელმაც დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „დაიჯესტმა“ გაარკვია, გარდაცვლილი 4 მცირეწლოვანი ბავშვის მამა იყო.
ის დედასთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ბაკურიანში ისვენებდა.
გარდაცვლილი დედას ხელებში ჩააკვდა.
წყარო: დაიჯესტი