ოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე კი დაშავდა.
მეწყერმა დაფარა ქალაქების, მედელინისა და კუბდოს დამაკავშირებელი გზატკეცილი.
მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.