შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს, რომ წაიკითხოს „მამაო ჩვენო“? 

ქრისტიანულ სარწმუნოებაში ლოცვა – ეს არის შეხვედრა და საუბარი ადამიანისა ღმერთთან. სამწუხაროდ, როგორც წესი ჩვენ ვლოცულობთ მაშინ, როდესაც განვიცდით უკიდურეს გაჭირვებას – ავადმყოფობის, უბედურების, ცხოვრების რთული მდგობარეობის გამო.

ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ლოცვა ადამიანების მიერ აღიქმება როგორც ღმერთის მიმართ თხოვნა. თუმცა ქრისტიანული სარწმუნოება გვეუბნება, რომ ლოცვა – სულის ბუნებრივი მდგომარეობა, გონების განსაზღვრული წყობა, შინაგანი წარსდგომა ღმერთის წინაშე და მასთან დიალოგია.

წმინდა იოანე ( მაქსიმოვიჩი) წერდა:

image

„ღმერთი არ გველოდება, ჩვენი მოთხოვნილებები რომ ვაცნობოთ, რადგან მან ეს ისედაც იცის. მაგრამ, ჩვენთვისაა აუცილებელი და საჭირო, ხშირად გვახსენდებოდეს ღმერთი…“.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ამბობდა, რომ იმისათვის, რომ ლოცვაში შედგეს ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა – იმ მომენტში ორივე უნდა იყოს მაქსიმალურად თავისთავადი.

უცნაურად ჟღერს, განსაკუთრებით ღმერთთან მიმართებით, თუმცა ამაში ღრმა ჭეშმარიტებაცაა. იმდენად, რამდენადაც ხშირად ისე ხდება, რომ ლოცვისას ჩვენ უნებურად ვამახინჯებთ საკუთარსაც და იმის სახეს და გამოსახულებასაც, ვისთვისაც ვლოცულობთ, ვცდილობთ, რა მოვირგოთ ზოგიერთი ღვთისმოსავი წარმოდგენები.

ჭეშმარიტი ლოცვა კი გვთავაზობს გულწრფელობის და სიმართლის მაღალ ხარისხს, რაც საკმაოდ რთულია.

image

„მამაო ჩვენო“, მთავარი ლოცვაა ქრისტიანულ რელიგიაში. სახარების თანახმად, თვით იესომ მისცა საკუთარ მოწაფეებს მათივე თხოვნით. ( ლოცვის ტექსტი მოცემულია მათესა (6:9—13) და ლუკას (11:2—4) სახარებებში.)

(მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

წმიდა იყავნ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი,

იყავნ ნება შენი,

ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს

და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,

ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა

და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,

არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

ამინ)

ძველ ქართულ ენაზე

მამაო ჩუენო რომელი ხარ ცათა შინა

წმიდა იყავნ სახელი შენი

მოვედინ სუფევაჲ შენი

იყავნ ნებაჲ შენი

ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქუეყანასა ზედა

პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს

და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი

ვითარცა ჩუენ მიუტევებთ

და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა

არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან

ტექსტი არამეულად

ܐܒܘܢ ܕܒܫܡܝܐ

ܢܬܩܕܫ ܫܡܟ

ܬܐܬܐ ܡܠܟܘܬܟ

ܢܗܘܐ ܨܒܝܢܟ

ܐܝܟܢܐ ܕܒܫܡܝܐ ܐܦ ܒܐܪܥܐ

ܗܒ ܠܢ ܠܚܡܐ ܕܣܘܢܩܢܢ ܝܘܡܢܐ

ܘܫܒܘܩ ܠܢ ܚܘܒܝ̈ܢ

ܐܝܟܢܐ ܕܐܦ ܚܢܢ ܫܒܩܢ ܠܚܝܒܝ̈ܢ

ܘܠܐ ܬܥܠܢ ܠܢܣܝܘܢܐ

ܐܠܐ ܦܨܢ ܡܢ ܒܝܫܐ

ܡܛܠ ܕܕܝܠܟ ܗܝ ܡܠܟܘܬܐ

ܘܚܝܠܐ ܘܬܫܒܘܚܬܐ ܠܥܠܡ ܥܠܡܝܢ

ܐܡܝܢ܀

ტექსტი ბერძნულად

Πάτερ ἡμῶν ὁ ἐν τοῖς οὐρανοῖς

ἁγιασθήτω τὸ ὄνομά σου·

ἐλθέτω ἡ βασιλεία σου·

γενηθήτω τὸ θέλημά σου,

ὡς ἐν οὐρανῷ καὶ ἐπὶ τῆς γῆς·

τὸν ἄρτον ἡμῶν τὸν ἐπιούσιον δὸς ἡμῖν σήμερον·

καὶ ἄφες ἡμῖν τὰ ὀφελήματα ἡμῶν,

ὡς καὶ ἡμεῖς ἀφίεμεν τοῖς ὀφειλέταις ἡμῶν·

καὶ μὴ εἰσενέγκῃς ἡμᾶς εἰς πειρασμόν,

ἀλλὰ ῥῦσαι ἡμᾶς ἀπὸ τοῦ πονηροῦ.

[Ὅτι σοῦ ἐστιν ἡ βασιλεία καὶ ἡ δύναμις καὶ ἡ δόξα εἰς τοὺς αἰῶνας· ἀμήν.] )

image

ამ ლოცვას, სხვა ლოცვებზე მეტად ძალუძს დაეხმაროს ადამიანს შეიგრძნოს ღმერთთან შეხვედრა.

ახალ აღთქმაში სხვა ლოცვებისგან განსხვავებით, რომლებიც გაცილებით გვიან და ხშირად ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის კანონების შესაბამისადაა დაწერილი, „მამაო ჩვენო“-ში პირველივე სიტყვებში მარტივად და ნათლადაა გამოხატული უფალსა და ადამიანს შორის ურთიერთობის უმთავრესი პრინციპი _ უფლისშვილობა, სულისა და ღმერთის სიახლოვის უმაღლესი ხარისხი.

უფლის აბსოლუტური სიყვარულის გათვითცნობიერება, პირადი გახსნილობა და ადამიანის მხრიდან ამ სიყვარულის ნდობა, ამ სიყვარულის წინაშე საკუთარი არასრულყოფილების შეგრძნება უკიდურესად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ლოცვის არსის გაგებისთვის.

თუ მოუნათლავ ადამიანს სურვილი აქვს რომ ილოცოს, ეს მეტყველებს ღმერთთან შეხვედრის სურვილზე და არავის არ შეუძლია დაუშალოს მას ეს შეხვედრა.

და სწორედ ამიტომ არის ლოცვა „მამაო ჩვენო“ უნივერსალური და მნიშვნელოვანი. იმდენად, რამდენადაც უფალი, ყველა ჩვენგანის მამა, მის სიყვარულს არ ყოფს თავისიანების და უცხოებისთვის, „წმინდათა და უწმინდურთთვის“.

თუ კი ადამიანი თვითონაა მზად აღიაროს უფალი საკუთარ მამად, თუნდაც ჯერ არ იყოს მონათლული, ეს უკვე მისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

image

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *