შეიძლება თუ არა, ბიბლიაში მოყვანილ სასწაულებს მეცნიერული ახსნა მოვუძებნოთ? მეცნიერთა ნაწილი ფარ-ხმალს ყრის; ზოგი მათგანი სწორედ კვლევების შემდეგ ხვდება, რომ ყველაფერს მეცნიერულად ვერ ახსნი და დანარჩენისთვის ღმერთის რწმენაა საჭირო; ზოგი კი მაინც ცდილობს, რომ სასწაულები მეცნიერულად ახსნას… წარმოგიდგენთ Alltime10s-ის ფილმს, რომელშიც მეცნიერთა ნაწილის მცდელობაა წარმოდგენილი, ბიბლიურ სასწაულებს რაიმე ახსნა მოუძებნონ. რამდენად დამაჯერებელია ისინი, თავად განსაჯეთ:
1. წითელი ზღვა
“წიგნი გამოსვლათაში” ღმერთი მოსეს აძლევს ძალას, რომ მან წითელი ზღვა ორად გაყოს და ებრაელებს საშუალებას აძლევს, ეგვიპტიდან გაიქცნენ. ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ზღვის გაყოფა ბუნებრივი მოვლენებით შეიძლება იქნეს განპირობებული.
2. ნოეს კიდობანი
მეცნიერების აზრით, ნოემ იმხელა კიდობანი ააშენა, რომ ეს თავისთავად
შესაძლებელი იყო გადასარჩენად, რადგან ბიბლიის მიხედვით გემის სიგრძე
144 მეტრს აღწევდა და ამხელა კიდობანში იმდროინდელი მონაცემებით,
დაახლოებით 35 000-მდე ცხოველის სახეობა იქნა გადარჩენილი. ასევე
შესაძლებელი იქნებოდა 70 000 ცხოველის გადარჩენაც, კიდობანი ამ მასით
თავისუფლად შეძლებდა ზღვაში ცურაობას. მეცნიერები ნოეს მაგ პერიოდის
ყველაზე ჭკვიან ადამიანად ასახელებენ.
3. ცეცხლმოკიდებული ბუჩქი
“წიგნი გამოსვლათაში” მოსეს თანდასწრებით ბუჩქები მოულოდნელად ალდება და მოსე ღმერთის ხმას გაიგებს. ფიზიკოსი კოლინ ჰამპფრეი მიიჩნევს, რომ ბუჩქი, სავარაუდოდ, აკაცია იყო და ვულკანის ხვრელთან იზრდებოდა, რამაც მისი აალება გამოიწვია. ფსიქოლოგიის პრეფესორი ბენი შენონი კი აცხადებს, რომ ღმერთის ხმა, რომელიც მოსემ გაიგონა, ჰალუცინეგონური სუბსტანციების მიღებით იყო გამოწვეული.
4. ეგვიპტის 10 სასჯელი
ებრაელებისადმი ცუდად მოპყრობის გამო ღმერთმა ეგვიპტე დასაჯა 10 სასჯელით:
1. სისხლიანი ნილოსი
2. ბაყაყების შეტევა
3. მწერების შემოსევა
4. ბუზანკლების შემოსევა ეგვიპტეში
5. საქონლის ჭირი
6. მუწუკების ვირუსი
7. შეუჩერებელი სეტყვა
8. კალიების შემოსევა
9. 3 დღიანი სიბნელე
10. პირმშოების სიკვდილი
მეცნიერებმა თითოეული ამ სასჯელის ახსნაც სცადეს.
5. წარღვნა
“წიგნი დაბადებისაში” ღმერთი წარღვნას მოავლენს და 40 დღე-ღამის განმავლობაში კოკისპირულ წვიმას დაუშვებს. 10 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე თანამედროვე მსოფლიოს უმეტესობა ყინულის ფენის ქვეშ იყო დაფარული. ათასწლეულების შემდეგ პლანეტაზე დათბა. 5 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ზღვის დონეებმა მოიმატა და ხმელთაშუა ზღვა იმ დონემდე ავიდა, რომ ყველაფერი ირგვლივ დატბორა. ეს არის
მეცნიერების აზრი.
6. სოდომი და გომორი
ბიბლიის მიხედვით, ეს ორი ქალაქი ღმერთმა ცოდვილების გამო გაანადგურა.
მეცნიერების აზრით ეს ორი ქალაქი შესაძლოა ასტეროიდმა გაანადგურა, რომლის
ჩამოვარდნაც დედამიწაზე უჩველო ფაქტს არ წარმოადგენს.
7. იერიქონის კედლები
ეგვიპტის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა აღთქმული ქვეყნის დასაპყრობად პალესტინაზე გაილაშქრეს, დაიპყრეს იერიქონიც და მიწასთან გაასწორეს. ბიბლიის თანახმად, ებრაელთა სამხედრო ტექნიკა უძლური აღმოჩნდა იერიქონის დასანგრევად. მის დანგრევას მიაღწიეს მეომრებმა მხოლოდ ღვთისაგან კურთხეული წმინდა საყვირების გუგუნით. საყვირების ხმაურმა ჰაერის ისეთი რხევა გამოიწვია, რომ სულ ერთიანად დაანგრია ქალაქის გალავანი. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ იერიქონი სეისმურად აქტიურ ადგილას მდებარეობდა და შესაძლებელია, ქალაქის დანგრევა მიწისძვრას გამოეწვია.
8. განკურნება
ბიბლიის მიხედვით, ყველამ ვიცით რომ იესო ქრისტეს შეეძლო განეკურნა ყველა
სნეული და შეეძლო ბევრი სასწაულის მოხდენა. მეცნიერების აზრით ეს შესაძლებელი
იქნებოდა, რადგან ეს ყველაფერი პლასიბოს ეფექტი იყო.
9. მკვდრეთით აღდგომა
ბიბლიაში აღნიშნულია, რომ მაცხოვარმა მკვდრები გააცოცხლა. მეცნიერების მტკიცებით კი, შესაძლებელია, რომ ისინი არ ყოფილან გარდაცვლილები და არასწორად დასმული დიაგნოზი ჰქონდათ.
10. იესოს წყალზე გავლა
და ბოლოს…. მეცნიერების აზრით, წყალქვეშ არსებული ყინულები შეიძლება ამ სასწაულის მიზეზი ყოფილიყო. ეს არის ბიბლიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი
სასწაული, რის გამოც მართლმადიდებლური ეკლესიებიდან ძალიან ბევრი
მკაცრი რეაქცია მოჰყვა მეცნიერების ამ აზრებს.