უცნაური შემთხვევა მოხდა ჩინეთში, პროვინცია ხენანში, 47 წლის ქალმა თავი მოიკლა, როგორც კი სარძლო ნახა, იუწყება Daily Mail-ი
ოფიციალური ინფორმაციით, დედამ შვილს დაუწუნა სარძლოს სიმაღლე და დაემუქრა, თუ იმ გოგოს ცოლად მოიყვანდა თავს მოიკლავდა.
როგორც ჩინეთის პროპაგანდის სამინისტრო იუწყებაWeibo-ს(შენიშვნა-პოპულარული სოციალური ქსელი ჩინეთში) ოფიციალურ გვერდზე, ქალი ემოციებს აჰყვა.გახდა იმპულსური და თავის მუქარა შეასრულა, როდესაც მოტოროლერით მდინარის პირას მიუყვებოდა.
სხვა ინფორმაციით ამის გარდა პატარძალი ძალზე მომთხოვნი გამოდგა, როგორც ირკვევა მან ქორწილის წინ საჩუქრად ავტომობილი მოითხოვა, სიძის ოჯახს კი არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, რომ მანქანა ეყიდათ.
აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ჩინელი ქალების 84% ცდილობს ისეთ კაცთან დაიჭიროს კავშირი, რომელიც მათზე 2-ჯერ, 3-ჯერ მეტს გამოიმუშავებს.
ჩინეთში ქორწილი ძალზე ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ბევრი მამაკაცი ისევ უცოლოდ ყოფნას არჩევს, მაგალითისთვის:საშუალოდ ერთი სოფლური ქორწილი 100 000 იუანი ჯდება(დაახლოებით 10 000 $), როდესაც ჩინელი მამაკაცის საშაულო თვიური ხელფასი 100-120 დოლარია.