ცნობილია რატომ დატოვა დუტა სხირტლაძემ TV იმედი.

არსებული ინფორმაციით,  მსახიობმა დუტა სხირტლაძემ პროტესტის ნიშნად,  TV იმედი დატოვა. ინფორმაციას “მთავარი არხის” ვებგვერდს რამდენიმე წყარო უდასტურებს

ცოტა ხნის წინ,  მან აქციაზე დაკავებული სანდრო ქინქლაძისა და რუსთაველის გამზირზე ნაცემი და დაშავებული ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების მხარდასაჭერი პოსტიც გამოაქვეყნა.

დუტა სხირტლაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ყოველდღიურად ესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *