ოჯახი არ ადასტურებს სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ტრისტან სარალიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი წერს, რომელიც მსახიობის შვილის მეგობარია.
“ძვირფასო მეგობრებო, ვინც პირადში მწერთ ტრისტან სარალიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყველას აქ გიპასუხებთ! მისი შვილი, ჩვენი ბავშვობის მეგობარი, გოგა მეუბნება, რომ ცოცხალია და თუ უფრო ახლობელი გყავთ ვინმე და ის ადასტურებს, ეგ სხვა ამბავია…” – დაწერა ელოშვილმა სოციალურ ქსელში.
AMBEBI.GE-ს ელოშვილი ეუბნება, რომ სარალიძე ახლა თურქეთშია და მკურნალობის პროცესს გადის. როგორც ცნობილია, მსახიობი სიმსივნეს ებრძვის. “ბატონი ტრისტანი ამჟამად თურქეთშია და მკურნალობის პროცესს გადის. მისივე სიმშვიდისთვის ოჯახი ამ თემაზე ნაკლებად საუბრობს და ინფორმაციასაც არ ავრცელებს”, – ამბობს ელოშვილი.