როგორია ბაკურიაში უბედური შემთხვევისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს, ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე 40 წლის კაცი დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და წონასწორობა ვეღარ დაიმორჩილა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული და დაღუპული სრიალისას ერთმანეთს შეეჯახნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *