არასრულწლოვანთან, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფსიქოლოგი მუშაობს.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოდან უკვე ოჯახში გადაიყვანეს და ის სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ფერმაში ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა. ახლა ჩემი შვილიშვილი დაღუპა. ჩემმა მეორე ბიჭმა ვერ მოითმინა და დანა დაარტყა, მერე პოლიციაში თვითონვე წავიდა”- ამბობს გოგონას პაპა.
ამ დროისათვის, ბიძა, რომელმაც სავარაუდო დამნაშავე დაჭრა, დაკავებულია,
თავად დაჭრილი, საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე და 137- მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.